Loading data...
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. 

მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელი დე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დაამარცხა.

ვერონას ტურნირის საპრიზო ფონდი 120 950 ევროა, ხოლო ტურნირის გამარჯვებული 100 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.