Loading data...
ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს.

ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო გახლდათ მესამეადგილოსან იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება.

შეგახსენებთ, რომ გუნდური შეჯიბრება ოთხი დისციპლინისგან შედგება: სპორტული ცეკვები, რომელშიც დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა (7 ქულა); სპორტული წყვილები – მეტელკინა-ბერულავას წყვილი (9 ქულა); ქალთა ერთეულთა თანრიგი – გუბანოვა (9 ქულა).