1753526131
სპორტი
მსოფლიოს უნივერსიადაზე ნიკა ხარაზიშვილმა და საბა ინანეიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა

გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნიკა ხარაზიშვილმა (- 100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+ 100 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა ხარაზაშვილმა ფინალი პოლონელ ძიუდოისტთან, საბა ინანეიშვილმა კი იაპონელ სპორტსმენთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სოფიო სომხიშვილმა ყაზახი აკერკე რამაზანოვა დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) კი - ვერცხლი.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.