1744478628
სპორტი
„მორიგი აღიარება“ - ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა

სამგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ძალოსანს ჯილდო მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.