მოპოვებული პენალტი და MVP-ის ჯილდო - გიორგი მიქაუტაძემ „ატლეტიკოს“ თავისივე მოპოვებული პენალტი გაუტანა
ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ვილიარეალი“ „ატლეტიკოს“ ესტუმრა, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, 59-ე წუთზე „ატლეტიკო“ მარკ პუბილმა დააწინაურა, რასაც მალევე ჟერარ მორენომ პენალტით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე კი მიქაუტაძემ პენალტი მოიპოვა, თან „ატლეტიკოს“ მცველ რობინ ლე ნორმანს წითელი ბარათი მიაღებინა.
თავისი მოპოვებული პენალტი მიქაუტაძემ შეასრულა და ზუსტადაც - 1:2. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. რიცხობრივი და შედეგობრივი უპირატესობა „ვილიარეალმა“ ვერ შეინარჩუნა, რადგან 10-კაციანმა „ატლეტიკომ“ ჯულიანო სიმეონეს გოლით მარცხს თავი დააღწია - ფრე 2:2. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა.
„ვილიარეალს“ ორ ტურში ორი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, „ალავესს“ უმასპინძლებს.