Loading data...
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ შეჯიბრებაზე პირველობა არავის დაუთმო.

შეგახსენებთ,სანდრომ 3 მაისს სამხრეთ კორეის გრან-პრიზე ბრინჯაო მედალი მოიპოვა.

უახლოეს მომავალში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელის, 22-23 მაისს კაირო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, ხოლო 16-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

სანდრო ბაზაძემ 2025 წელს თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სანდრო ამ დროისთვის, ხმლით მოფარიკავეთა შორის, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.