მიქაუტაძის შეძენით ლონდონური კლუბი დაინტერესდა

მას შემდეგ, რაც „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც დიდი ალბათობით ფრანგულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებენ.
ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომლის შეძენაც არაერთ კლუბს სურს.
Fichajes-ის მიერ გავრცელებული ცნობით, მიქაუტაძის შეძენით „ტოტენჰემი“ არის დაინტერესებული და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ლონდონელები შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ და ამისთვის მიქაუტაძის ვარიანტი ძალიან მოსწონთ, რადგან მიიჩნევენ, რომ ქართველის სათამაშო სტილი მათ ხედვებს კარგად ერგება. წყაროს ცნობით, ინგლისელთა მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს დღეებში გადაიდგმება.
ცნობისთვის, მიქაუტაძის შეძენით ამ მომენტისთვის, ასევე, „ვულვერჰემპტონი“, „ვესტ ჰემი“ და „რომა“ არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „ლიონში“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მან 2024-2025 წლების სეზონში 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა.