1774630153
სპორტი
„მეტოქე ძალიან ძლიერია“ - ლიეტუვას მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე
ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა კომენტარი გააკეთა და საქართველოსთან სპარინგისთვის გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.
„კვირას ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მინდა, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ და უგულშემატკივრონ ჩვენს მოთამაშეებს, ჩვენს გუნდს, რადგან საკუთარი გუნდი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რაც არ უნდა დიდი ან ცნობილი იყოს მოწინააღმდეგე. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდია და გვინდა, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ და უგულშემატკივრონ მათ“, - აღნიშნა იანკაუსკასმა.