1780225709
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო
მერაბ დვალიშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი ყოფილი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო გამოიწვია.
RAF 09-ის ეგიდით შეხვედრა გამართა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გივი მაჭარაშვილმა. ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან 0:10 დამარცხდა.
მაჭარაშვილმა ბრძოლის დროს ტრავმა მიიღო, რამაც თავისი უნარების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალა.