Loading data...
მასიმო კარერა: კვარაცხელია ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება

იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა მასიმო კარერამ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება.

„საქართველოს ნაკრებმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა, ისინი ძალიან კარგები არიან. ვფიქრობ, ხვიჩა ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება. ის დიდი მოთამაშეა“, - აღნიშნა კარერამ.