1789455805
საზოგადოება
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა.