Loading data...
მამარდაშვილი: „ბაიერნს“ ნოიერი ჰყავს, თუ არ ვითამაშებ, „ბაიერნში“ არ წავალ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე.

როგორც მან აღნიშნა, „რეკორდმაისტერში“ იმისთვის არ გადავა, რომ მანუელ ნოიერის დუბლიორი იყოს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მეკარე იქნება.

„მიუნხენის „ბაიერნს“ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი ჰყავს. ახლა ამ გუნდში გადასვლა შეუძლებელია, „ბაიერნში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალ, თუ თამაშის შესაძლებლობა მექნება“, - აღნიშნა  ქართველმა მეკარემ.

23 წლის მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა. ესპანური კლუბი ქართველ მეკარეში მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს.