1739192537
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7813 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7940 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8736 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9010 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0773 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 თებერვალს შევა ძალაში.