Loading data...
მაღალი დონის მეკარეა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ბარახა მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „სოსიედადთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილის პროგრესზეც გააკეთა კომენტარი.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, პროგრესი შესამჩნევია და მამარდაშვილმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა, ჩვენს გუნდს უკეთესს და უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ის გადამწყვეტია თავისი სეივებით, რითაც ქულები მოაქვს. საკმაოდ სტაბილურია, შეცდომების დაშვება პროცესის ნაწილია, მაგრამ პროგრესი აშკარაა. მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რომელ ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებში, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბარახამ.