1795698372
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8444 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8368 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0511 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 ნოემბერს შევა ძალაში.