ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა, რომელმაც ნახევარფინალში ლაშა ბექაურს სძლია.
აღნიშნული ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ლუკა მაისურაძისთვის მეოთხეა. ჩემპიონი ის 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2026 წლის კონტინენტის პირველობაზე მაისურაძემ საქართველოს დელეგაციას მეხუთე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუტანეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი კი, 16:00 საათზე დაიწყო.