ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ დატოვებს და კარიერას გერმანიაში, „ნიურნბერგში“ გააგრძელეს.
როგორც Sportitalia-ს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, ტრანსფერი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შედგება. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ბავარიელები ქართველი მცველის შეძენასთან ახლოს არიან.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს „დინამო თბილისში“, „ჟილინასა“ და „ვოლფსბგერშიც“ აქვს ნათამაშები.
„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია, რომელსაც ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.