Loading data...
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გულშემატკივრებს მიმართეს

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები, მოციგურავეთა სპორტული წყვილი ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

„მიხარია, რომ მთელი საქართველო ჩვენ გვერდით დგას. ჩვენი ქვეყნის პირველი ოლიმპიური მედალი ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, - განაცხადა ბერულავამ.

გულშემატკივარს ქართულად ანასტასია მეტელკინამაც მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ გავამართლე საქართველოს იმედები. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს“, - აღნიშნა მოციგურავემ.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.