1771304422
საზოგადოება
ისტორიაში პირველად - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ, ბერულავა-მეტელკინას წყვილი 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო. მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი წყვილმა 221.75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მმართველი გუნდის წევრები ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიულ შედეგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას მიერ მოპოვებული ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოსახლეობას მიულოცეს.