Loading data...
„ლიონის“ ფეხბურთელი: მიქაუტაძე ძალიან მომწონს, 6 თვეში დაამტკიცა, როგორი ფეხბურთელია

ლიონის ფეხბურთელმა საიდ ბენრაჰმამ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელთან ერთად ფრანგულ კლუბში ითამაშებს.

„ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. სტატისტიკა, რომელიც გასულ სეზონში „მეცში“ ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა, ამტკიცებს, როგორი ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერები ვარ, რომ უკვე ჩვენი თანაგუნდელია და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე გოლს ჩვენთვისაც გაიტანს და დაგვეხმარება“, - აღნიშნა ბენრაჰმამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფრანგულ კლუბს, რომელიც მისთვის მშობლიურია, შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.