Loading data...
ლაშა გურული რინგზე ბრუნდება - გურულის შემდეგი ბრძოლის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია

ლაშა გურული რინგზე ბრუნდება.

მისი მეტოქე იქნება ლიამ დილონი, ბრძოლა გაიმართება 20 ივნისს, საუთჰემპტონში.

ეს დაპირისპირება იქნება ნაწილი იმ ივენთისა, რომელიც რაიან გარნერისა და მაიკლ მანეზის WBC-ის დროებითი ტიტულისთვის ბრძოლით დაგვირგვინდება.

რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მოკრივის ინგლისელი მეტოქის შესახებ? მის ანგარიშზე არის 22 ბრძოლა - 16 გამარჯვება, 5 მარცხი და ფრე. რაც შეეხება ბრიტანელის უკანასკნელ ჩხუბებს, მას ჰქონდა სერია ზედიზედ 3 წაგებით, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გართ ნუტთან მოგებით დასრულდა.