Loading data...
„კვარას მიზანი - ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება“ - ფრანგული გამოცემა

ცნობილი გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე წერს.

„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მოტივირებულია და მზადაა, რომ პსჟ-სთან ერთად კვლავ ყველა და ყველაფერი დაამარცხოს.

ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობდა, 7 კვირა დაისვენა და ახლა ახალი სეზონისთვის ემზადება. მისი მიზანია, სეზონის დასაწყისიდანვე საუკეთესო ფორმაში იყოს მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებს ამისთვის დრო სჭირდებათ.

კვარა მიზნად ისახავს ოქროს ბურთის მოგებას და ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას თავის გუნდთან ერთად“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პსჟ-თან ერთად წელს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ქართველი ფეხბურთელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.