Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად მიიღწევა, აშშ და ისრაელი ირანზე დარტყმებისგან თავს შეიკავებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე ახალ დარტყმებს გადადებს, თუ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე მიიღწევა. ამის შესახებ მან Truth Social-ზე დაწერა. 

ტრამპის თქმით, აშშ მზადაა, ირანის წინააღმდეგ ისეთი დონის სამხედრო ტერორითა და ძალით იბრძოლოს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ.

ამავდროულად, მისი თქმით, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს სთხოვეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი თავდასხმისგან, რადგან სამშვიდობო გარიგების ძირითადი პუნქტები შეთანხმებულია. 

„ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ და სრულად გახსნას და ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის დასრულებას. ამ მოთხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისთვის და ასევე წარმატებული და აყვავებული ირანის გადარჩენისთვის დავთანხმდი შეტევის გაუქმებას იმ პირობით, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების სწრაფად დადება. ისრაელი შემომიერთდა ამ ვალდებულების შესრულებაში. ყველამ იმუშავეთ და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.