1795699153
სპორტი
კრივის მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპეციალისტი მარიამ დუნდუა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პანამაში, კრივის მსოფლიო ფედერაციის (World Boxing) კონგრესზე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპეციალისტი მარიამ დუნდუა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„ისტორიაში პირველად საქართველოს წარმომადგენელი კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას ოთხი წლით დაიკავებს.
მარიამ დუნდუას ქართული კრივის განვითარებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა დროს იგი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობასაც იკავებდა და აქტიურად მონაწილეობდა სპორტის საერთაშორისო მიმართულებით განვითარებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.