კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
27 წლის ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
19 ივლისის ღამეს, მბაპემ დუბლი გააფორმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, რომელიც საფრანგეთის მარცხით, ანგარიშით 4:6 დასრულდა.
ამჟამად, კილიანს მუნდიალებზე კარიერის განმავლობაში, 22 გოლი დაუგროვდა. მბაპემ გადაასწრო ლეგენდარულ ლიონელ მესის, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია.
მბაპე კარიერაში მხოლოდ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს და 22 შეხვედრა აქვს ნათამაშები, მაშინ როცა მესისთვის ეს მეექვსე მუნდიალია და 33 მატჩი აქვს ჩატარებული.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-6-ში, ასევე, შედიან: მიროსლავ კლოზე (გერმანია, 16), რონალდო (ბრაზილია, 15), გერდ მიულერი (გერმანია, 14) და ჰარი კეინი (ინგლისი, 14).
კილიანი, ასევე, არის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი 10 გატანილი ბურთით. მესის 8 გოლი აქვს. არგენტინელს ჯერ კიდევ შეუძლია მბაპეს დაეწიოს და გადაასწროს - 19 ივლისს ის თავის ნაკრებთან ერთად, მუნდიალის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.