Loading data...
ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის მართლაც გამორჩეულია - არველაძე კვარაცხელიაზე

ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ, ქართველ ფეხბურთელზე, „ნაპოლის“ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე მედიასთან ისაუბრა. 

არველაძე აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია. 

მინდა ვთქვა, ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ის მართლაც გამორჩეულია.

„კვარას“ წარმატება თავში არ აუვარდა. რატომ? ასე ისეთ ფეხბურთელებს მოსდით, იმდენად მაგარი რომ არ არის და რაღაც გამოუვა, ხვიჩა კი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია“, - აცხადებს არველაძე. 

შეგახსენებთ, დღეს, 11 თებერვალს იტალიის „სერია ა-ს“ 24-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.