Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ზედიზედ მეორედ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ევროპის სუპერთასი კარიერაში მეორედ მოიპოვა.

ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მე-20 წუთზე გახსნა.

მოგვიანებით დეზირე დუემ პარიზელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რამაც ფრანგულ კლუბს საბოლოო გამარჯვება მოუტანა.