ხვიჩა კვარაცხელია: პარიზში დაბრუნება? ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამიტომ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენი დონე ვაჩვენოთ!

დღეს „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს „სიეტლისთან“ გამართავს, სადაც პარიზელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3 ქულა სჭირდება.
შეხვედრამდე პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ჯერ კიდევ ცდილობს გაანალიზებას თუ რა გზა გაიარა.
„სიეტლისთან რთული მატჩი გველოდება, მათი თამაშები ვნახეთ და ვიცით, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლიათ. ჩვენ აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართ, თითოეულ ფეხბურთელს მოგება უნდა და ამის გაკეთებას შევეცდებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ვართ და პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დონე.
ბოტაფოგოსთან წაგების შემდეგ ლუის ენრიკემ გვითხრა, რომ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა, რადგან წინ რთული თამაში გველოდება. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რადგან ბურთს ძალიან ბევრჯერ ვკარგავდით და კონტრშეტევებს ვიღებდით.
პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ ჩემს თავს ყველაფერი სწრაფად მოხდა და ჯერაც ვცდილობ გავაანალიზო თუ რა გამოვიარე. ამასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვთამაშობ გასაოცარ კლუბში, გასაოცარ ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ერთად. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს ვაკეთებ“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სეიეტლის“ მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება. პარიზელებს ამჟამად 3 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფება.