Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის დასახელდა

„საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების 26-კაციან საბოლოო სიაში მოხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (FIFPRO) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში მსოფლიოს 73 ქვეყნის 19 806-მა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი ხმის მფლობელი 26 მოთამაშე უკვე ცნობილია, ხოლო საბოლოო სიმბოლური გუნდის შემადგენლობას FIFPRO 9 ნოემბერს გამოავლენს.