1793624687
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9108 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9116 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0520 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 ნოემბერს შევა ძალაში.