Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადშია

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის გვერდმა დღევანდელი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა და როგორც ჩანს, ხვიჩა მწყობრშია და „ატალანტასთან“ ითამაშებს.

„არ ვიცით, იქნება თუ არა კვარა ხელმისაწვდომი. წვივის არეში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ბოლო მატჩში, ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტი და შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გვიყვარს ფეხბურთელებთნ დაკავშირებით გარისკვა, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. - განაცხადა ენრიკემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.