1736607436
სპორტი
„ხელფასის სახით ამჟამინდელზე 4-5-ჯერ მეტს მიიღებს“ - პარი სენ-ჟერმენმა კვარაცხელიას კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. წერს Fabrizio Romano.
ქართველი ფეხბურთელი ხელფასის სახით ამჟამინდელზე 4-5-ჯერ მეტს მიიღებს.
„პსჟ“-ს და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკება გრძელდება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასთან მომდევნო 5 წლის ვადით კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. ხელფასი ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე ამჟამად „ნაპოლიში“ აქვს. პსჟ მოლაპარაკებებს „ნაპოლისთან“ აწარმოებს, როგორც ეს ორი დღის წინ გაირკვა. ახალი შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგაგეგმილი“, - წერს რომანო სოციალურ ქსელში.