Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9552 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9632 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0532 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 სექტემბერს შევა ძალაში.