Loading data...
ქართველი ფეხბურთელები სეზონს ბრწყინვალედ იწყებენ - გოლები და საგოლე გადაცემები

გასული სეზონი ქართველი ლეგიონერებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო - ბევრი გოლით, საგოლე გადაცემითა და ტიტულებით.

ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ქართველებისთვის ეს სეზონიც შედეგიანი უნდა იყოს. ჩვენმა ლეგიონერებმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს.

ჯერ თავი ირაკლი იეგოიანმა გამოიჩინა, როცა ერედივიზიონის პირველივე ტურის პირველივე მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში ჰაიდენჰაიმი ოსნაბრიუკს დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 4:3 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ანგარიში გახსნა. ბუდუმ მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა ის გაუქმდა.  

ვილიარეალმა ამხანაგური მატჩი გალათასარაის წინააღმდეგ გამართა და 2:1 გაიმარჯვა. „ყვითლების“ მხრიდან გამარჯვების მომტანი გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.  

საფრანგეთის ლიგა 2-ში ახლად გავარდნილმა მეცმა ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის ბრძოლა თავიდანვე დაიწყო და პირველ ტურში გენგამი 2:1 დაამარცხა. მეცის ქართველი შემტევი გიორგი აბუაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლი მე-60 წუთზე გაიტანა.  

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელია მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება. სუპერთასზე პსჟ ასტონ ვილას დაუპირისპირდება, იქამდე კი ხვიჩამ და პსჟ-მ ამხანაგური მატჩი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩაატარეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს.