1757311366
სპორტი
ჯიკიჩი: ამბობდნენ, რომ პლეი-ოფში შემთხვევით მოვხვდით, დაე, ასე იყოს

ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ (80:70), საქართველოს ნაკრებიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადდნენ.
„ვულოცავ ჩემ გუნდს, თანაშემწეებს, თოკომ თქვა და სიამოვნებით დავეთანხმები, ძალიან ამაყი ვარ ყველა მოთამაშით, ჩემი თანაშემწეებით. როცა იმ კალათბურთელების სიას ვუყურებ, რომლებიც დავამარცხეთ, სიამაყის მეტი განცდა მიჩნდება. მინდა გითხრათ, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით ასეთი ტიპის მატჩისთვის და საბოლოოდ, მოვიგეთ კიდეც. ხალხი ამბობდა, რომ პლეი-ოფში შემთხვევით მოვხვდით, დაე იყოს მასე“, - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა.