Loading data...
იტალიელი მრბოლელი კიმი ანტონელი „ფორმულა 1“-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა

იტალიელი ავტომრბოლელი კიმი ანტონელი „ფორმულა 1“-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მან მექსიკის გრან-პრი მესამე ადგილზე დაასრულა და ჯამში 119 ქულა მიიღო, რაც ჩემპიონატის სხვა მონაწილეებისთვის მიუწვდომელია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

იტალიელი მრბოლელი ამჟამად 20 წლისაა. მანამდე „ფორმულა 1“-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გერმანელი სებასტიან ფეტელი იყო, რომელიც 2010 წელს ჩემპიონი 23 წლის ასაკში გახდა.

Mercedes-ის ავტომობილით მოასპარეზე კიმი ანტონელი მესამე იტალიელი ჩემპიონია „ფორმულა 1“- ის ისტორიაში. 1950 წელს ჩემპიონი ჯუზეპე ფარინა გახდა, ხოლო 1952 -1953 წლებში - ალბერტო ასკარი. ამის შემდეგ იტალიელი ავტომრბოლელი „ფორმულა 1“-ის ჩემპიონი 73 წლის განმავლობაში არ გამხდარა.

ანტონელის დებიუტი „ფორმულა 1“- ში 2024 წელს, Mercedes-ის ტესტ-პილოტის სტატუსით შედგა. მიმდინარე სეზონში ის 9-ჯერ გახდა გრან-პრის გამარჯვებული და სამჯერ ეტაპები მე-2 და მე-3 ადგილებზე დაასრულა.