Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8368 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8343 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0511 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 ნოემბერს შევა ძალაში.