ისტორიული შედეგი - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს.
ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო გახლდათ მესამეადგილოსან იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, თუმცა იტალიელი მატეო რიცოს ეფექტურმა გამოსვლამ ნიკას გადასწრების საშუალება არ მისცა. შესაბამისად, საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ძალიან ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.
შეგახსენებთ, რომ გუნდური შეჯიბრება ოთხი დისციპლინისგან შედგება: სპორტული ცეკვები, რომელშიც დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა (7 ქულა); სპორტული წყვილები – მეტელკინა-ბერულავას წყვილი (9 ქულა); ქალთა ერთეულთა თანრიგი – გუბანოვა (9 ქულა); ვაჟთა ერთეულები – ეგაძე (6 ქულა).
ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა:
- აშშ (69 ქულა)
- იაპონია (68 ქულა)
- იტალია (60 ქულა)
- საქართველო (56 ქულა)
- კანადა (54 ქულა)