Loading data...
ისტორიაში პირველად ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა

ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სპორტსმენმა ასპარეზობა მე-18 ადგილზე დაასრულა. ტურნირი ოთხი ეტაპისგან შედგება.

შეჯიბრების პირველ ეტაპზე 254,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა; სამივე ეტაპის გადალახვა კი მხოლოდ 60-მა ათლეტმა მოახერხა; შედეგად ფინალურ ეტაპზე 30 ქალი და 30 მამაკაცი ასპარეზობდა.

ფინალური ეტაპი მოიცავდა ძალის, გამძლეობის, ცურვის, სირბილის, ოლიმპიური ღერძის, ტანვარჯიშისა და უნარების გამოცდას.

ტურნირის ეტაპებია: CrossFit Open, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და Crossfit games 2026.

CrossFit-ის მიზანია ზოგადი ფიზიკური გამძლეობის, ძალისა და მოქნილობის განვითარება.