1750676993
სპორტი
ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის რეიტინგის სათავეშია

25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა.
ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია. ახლა, მის აქტივში 6 321 ქულაა და 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის სათავეში იმყოფება.
ეს პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის კლასიფიკაციაში ლიდერის რანგში მოგვევლინა.
2. დეგუჩი კრისტა
3. სარა ლეონი