Loading data...
ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - ბერულავა-მეტელკინას წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმასახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.