1774530278
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7066 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1277 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1402 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0610 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 მარტს შევა ძალაში.