1774556397
სპორტი
ისრაელის საელჩო: პატივი იყო ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში, ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა
ისრაელის საელჩო საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საელჩო წერს, რომ „ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა“.
„შესანიშნავი საფეხბურთო საღამო თბილისში. ამხანაგური თამაშის ყველაზე მეგობრული დასასრული. ვულოცავთ ორივე გუნდს. დიდი სიამოვნება და პატივი იყო ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში და კიდევ ერთხელ იმ საფეხბურთო ემოციის განცდა, რომელიც ისრაელელ და ქართველ გულშემატკივრებს გვაერთიანებს. ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.