1789117986
სპორტი
„ის უკვე მზად არის ბრძოლისთვის“ — დანა უაითი ილია თოფურიაზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლი უკვე მზად არის შემდეგი ბრძოლა აიღოს.
„ილია თოფურია უკვე მზად არის შემდეგი ბრძოლისთვის და ჩვენც მზად ვართ ორგანიზებისთვის. რევანში გეიჯისთან თუ ბრძოლა პიმბლეტის წინააღმდეგ? ჩემთვის ორივე ფანტასტიკურად ჟღერს“, — დანა უაითი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 15 ივნისს, UFC White House-ზე ჯანტინ გეიჯისთან დამარცხდა და ქამარი დაკარგა.
რამდენიმე დღის წინ, ქართველმა მებრძოლმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახალი ბრძოლისთვის მზადებას იწყებს.