Loading data...
„ის სულისკვეთება, რომელიც „პარმასთან“ მატჩში აჩვენა, ჩემთვის სიურპრიზი იყო“ - კაპელო კვარაცხელიაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუ როგორ იბრძოდა კვარა „პარმასთან“ შეხვედრაში ბურთის დასაბრუნებლად.

„ჩემთვის სიურპრიზი იყო კვარაცხელია რომ ასე დარბოდა, ის სულისკვეთება, რომელიც „პარმასთან“ მატჩში აჩვენა, ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა. როდესაც ასეთი ფეხბურთელები, ასეთი ლიდერები რჩებიან „ნაპოლიში“ და აჩვენებენ იმას მოედანზე, რაც მან აჩვენა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ოთხჯერ დაედევნა მეტოქეს, რადგან ბურთის დაბრუნება სურდა, ამის გაკეთების სურვილი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ კონტემ გუნდს უკვე რაღაც გადასცა“, - განაცხადა კაპელომ.