1774557707
სპორტი
ირანმა სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც თეირანი მტრულად მიიჩნევს
ირანმა ეროვნულ და საკლუბო სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომლებსაც ის მტრულად მიიჩნევს. წერს „როიტერი“.
„ეროვნული და საკლუბო გუნდების ყოფნა იმ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად ითვლება და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია შემდგომ შეტყობინებამდე“, - აცხადებს ირანის სპორტის სამინისტრო.