Loading data...
იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. 

„პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონია!

ბრაზილიის და ყაზახეთის უძლიერესი ნაკრებების მერე ნახევარფინალში მონღოლეთს 4:0, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსეთის გუნდს 4:2 მოვუგეთ!

სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!“ - წერს იონათამიშვილი.