Loading data...
„იმედგაცრუებულია და ცვლილებებზე ფიქრობს“ - TEAM talk მამარდაშვილზე

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, ქართველი მეკარე „ლივერპულის“ იჯარით დატოვებაზე ფიქრობს და ამის შესახებ კლუბი უკვე ინფორმირებულია.

„გიორგი მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია თავისი როლითა და ცვლილებებზე ფიქრობს. ჩვენი ინფორმაციით ის სერიოზულად განიხილავს სეზონის ბოლოს იჯარის წესით „ლივერპულს“ დატოვებას, რადგან მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება, რათა ზრდა და განვითარება გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება „მერსისაიდული“ კლუბი ამ საკითხზე უკვე ინფორმირებულია“, - წერს გამოცემა.