1730041780
სპორტი
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ სადებიუტო გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
ქართველმა „ოსერთან“ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებით წუთებზე გახსნა.
მანამდე, 23 წლის ფეხბურთელმა „ლე ავრისთან“ შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, რითაც „ლიონის“ შემადგენლობაში წარუმატებელი მატჩების სერია დაასრულა და პირველი შედეგიანი მოქმედება მიითვალა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთელი 2024 წლის ივნისში გახდა. მანამდე, ის ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა.