Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6128 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6126 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0374 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0364 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0539 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 სექტემბერს შევა ძალაში.